საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგი სტუდენტებისთვის თემაზე - "სამსახურის ძიების პროცესი"

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბილიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით, გამართავს ტრენინგს სტუდენტებისათვის თემაზე - "სამსახურის ძიების პროცესი".

ტრენინგს წარუძღვება  ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი რუსუდან ღუდუშაური.  

ტრენინგზე განსახილველი თემებია:
- შიში, რომ შეიძლება სამსახურში არ ამიყვანონ.
- სტრესის დაძლევის სტრატეგიები.
- როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?
- კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარება წარმატებული გასაუბრებისათვის.  

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ტრენინგის ჩატარების დრო: 7 თებერვალი, 2019 წ. - 10:30-18:00 სთ.

მის: მერაბ ალექსიძის  მე-2 შესახვევი #3. თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

ტრენინგზე დასწრებისათვის აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია! რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 თებერვალი 18:00 სთ. დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ მისამართზე cantt@sciencelib.ge შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, მობილურის ნომერი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

დამატებითი ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით: 599 43 40 53  
თარიღი: 04/02/2019